პოლიციელებს ფქვილს აყრიან და კეტჩუპს ასხამენ თავზე – ეს არანორმალური საქციელია და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად – ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მიერ აგრესიას გამოეხმაურა. ამ თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. 3-4 დღე ეს ადამიანები გარეთ არიან ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. და ამ დროს ტუალეტის ქაღალდს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპს ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი რა დავარქვა ამას. ჩემი აზრით, ეს არის არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.