შეერთებული შტატები უკრაინას 12 მილიარდი დოლარის დახმარებას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი აპირებს უკრაინისთვის დამატებით $12 მილიარდიანი დახმარების პაკეტის გაცემას. ამისთვის მან აშშ-ის კონგრეს უკვე მიმართა.

„გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. მივმართავ  კონგრესს, გადასცეს 12 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინას”, – დაწერა ჯო ბაიდენმა თავის Twitter-ზე.