„ქალთა საბჭოს“ ინიციატივით ემიგრანტი ქართველები შეჭირვებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ

„ქალთა საბჭოს“ ყველა კარგად იცნობს სხვადასხვა საქველმოქმედო საღამოებით, ეროვნული ღონისძიებებით, ეთნიკური მოსახლეობის საღამოებით და მრავალი სხვა. ამჯერად თქვენს ყურადღებას ქალთა საბჭოს მორიგ წამოწყებაზე შევაჩერებთ. ქალები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ.

ვინ არიან ქველმოქმედი ადამიანები და რომელ ოჯახში შეიტანა იმედი და სიხარული ქალთა საბჭომ? ამ თემაზე უფრო ვრცლად საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი მოგვიყვება.

ქეთევან გაბრუაშვილი და ქალთა საბჭოს თავმჯდომარე მზექალა შანიძე

-„გამვლელისგან ნათხოვი ტელეფონით ნათქვამი მადლობა.ეს უძლიერესი ტკივილია და განცდა იმისა, რომ ხვალ უფრო მეტი აკეთო.განიცადეთ მეგობრებო, ვისაც ეს არ განუცდია ,ვისაც კიდევ როდესმე ეჭვი შეეპარება, რომ ასეთი სიხარულის მიმნიჭებელი ადამიანები არსებობენ ჩვენს შორის–მივცეთ გზა ,თვითეულმა ჩვენთაგანმა ვუთხრათ მადლობა და არ შევუშალოთ ხელი სიკეთის კეთებას,არ დავაკარგვინოთ რწმენა სიკეთე აკეთონ.
დიახ, დღეს საქართველოს ქალთა საბჭომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების შემოწირულობის

დახმარებით,კიდევ ერთხელ მაღალმთიან და საზღვრისპირა რამოდენიმე სოფლის მოსახლეს სითბო და იმედი ჩაუსახა,აფიქრებინა, რომ მათ გვერდით არიან ადამიანები,საზოგადოება,რომლებიც ზრუნავენ მათზე. ეს მზრუნველი ადამიანები ამჯერად ემიგრანტები არიან.  ქეთევან ბაღათურია სტოკჰოლმში ცხოვრობს და მოღვაწეობს,  იტალიაშია ფიქრია კუჭუხიძე,  მათ გვერდში  უამრავი თანამემამულეა. 
საქართველოს ქალთა საბჭომ და საზღვარგარეთ წარმომადგენლობებმა ამ ახალ წელს საქველმოქმედოდ შემოსული ნივთი,საკვები,ჩასაცმელი თუ თანხა საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუგზავნა.

დღეს განხორციელდა ასეთი ქველმოქმედება და გახარებული ადამიანები მადლობას უხდიან სტოკჰოლმისა და იტალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს.

ეს მადლიერი ოჯახებია:

1.გორის რაიონის სოფელ კარბში მცხოვრები შშმ გიორგი კაპანაძის ოჯახი,მცირე წლოვანი 4 შვილით;

2.დაბა სიონში მცხოვრები ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი პაატა პაატაშვილის ოჯახი, 4 მცირე წლოვანი შვილით

3.სოფელი დირბი-ნუგზარ მაზმიშვილის ოჯახი, სადაც ზრდიან ერთ შვილიშვილს ბებია და პაპა(ბავშვს მშობლები არა ჰყავს მიატოვეს)

4.ნიქოზისთემი,დოდოესიაშვილი,რომელსაცშშმმეუღლეჰყავს

5.საგარეჯო.სოფელი გორანა, მარიამ წიკლაურის ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი ოჯახი ორი მცირეწლოვანი შვილით.

6.ნიქოზის თემი –პელაგია გვარაძის, ნოდარ ნოდარიძის და მალხაზ ზუბაშვილის ოჯახებისთვის შეძენილი იქნა ფქვილი და კვების პროდუქტები.

საქართველოს ქალთა საბჭო მადლობას უხდის ჩვენს თანამემამულეებს თანადგომისათვის და გაწირვებულთა დახმარებისათვის“-განაცხადა ქეთევან გაბრუაშვილმა.

 ჩვენც ვუერთდებით ქალთა საბჭოს და მადლობას ვეუბნებით ემიგრანტ ქართველებს, განსაკუთრებით კი ქალთა საბჭოს წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ.

კომენტარის დატოვება