ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს და კიდევ 7 ოლიგარქს სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა

დიდმა ბრიტანეთმა ცნობილ რუს ოლიგარქებს – რომან აბრამოვიჩს, სეჩინს, დერიპასკას, ლებედევს, მილერს, კოსტინს და ტოკარევს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

აღნიშნული ოლიგარქების ქონება საერთო ჯამში 15 მილიარდი დოლარია.

ბრიტანეთის ახალი სანქციებით ყველა მათი აქტივი დიდ ბრიტანეთში გაიყინება. ასევე, მათ ეკრძალებათ ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, რუსული საჰაერო საშუალებითაც.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ „ჩელისის” გაყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება.