მეთხუთმეტე დღეა ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, მონებად არ ვიქეცით და არც არასდროს გავხდებით მონები – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკვე მე-15 დღეა, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და მტერს წინააღმდეგობას ვუწევთ. უკრაინის ჯარი დარტყმებს იგერიებს მნიშვნელოვან პუნქტებზე. ჩვენი ჯარის წყალობით, ვგულისხმობ ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, კონტრტერორისტულ დანაყოფს და ყველას, ვინც ამ ბრძოლაში შემოგვიერთდა, მონებად არ ვიქეცით და არც არასდროს გავხდებით მონები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის  თქმით, რუსეთს სურს, დააჩოქოს უკრაინელი ხალხი, თუმცა ეს არ მოხდება.

„მინდა, მათ ხაზგასმით ვუთხრა – თქვენ პასუხს აგებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რუს პროპაგანდისტებს დასავლეთში შეძენილი ქონება ჩამოერთვათ. თქვენ ხომ გიყვართ სიმდიდრე, მაგრამ მალე ეს სიმდიდრე ხელიდან გამოგეცლებათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.