ვფიქრობდი, 2024-ში ხელისუფლების შეცვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ოპოზიციამ დამარწმუნა, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ – წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 2024 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ოპოზიციამ დაარწმუნა, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ.

ამის შესახებ წულუკიანმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს. პარტია, რომელიც უკვე ხდება ომის პარტია, რომლისთვისაც სულერთია, ჩვენი შვილები დაიხოცებიან თუ არ დაიხოცებიან, ჩვენი შვილები იტირებენ თუ არ იტირებენ, ჯარისკაცები იქნებიან თუ არა ცოცხლები, რა თქმა უნდა, მათ მომავალი არ აქვთ და ამას მომავალ არჩევნებზე კიდევ ერთხელ მათ ვაჩვენებთ. თუმცა მე სულ ვფიქრობდი აქამდე, რომ 2024 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ამათი შემყურე კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.