ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის შეფასებასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა – „ქართული ოცნება” ამ ნარატივს წლების განმავლობაში ამუშავებდა – ლევან ბეჟაშვილი

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ის, რომ 2008 წლის ომის შეფასებასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნება” ამ ნარატივს წლების განმავლობაში ამუშავებდა და ქართულ საზოგადოებს ახვევდა, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ის, რომ საქართველოს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს და დადგინდა, რომ ქართული მხარე თავდაცვისათვის სრული სიზუსტით მოქმედებდა.

,,მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენ გმირ სამხედროებს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ჰააგის სასამართლოში. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა გამოიტანა გადაწყვეტილება, განჩინება დაკავების შესახებ სამ პირთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება რუსეთის და ,,სამხრეთ ოსეთის” სეპარატისტი თანამდებობის პირების მიმართ განხორციელებულ ომის დანაშაულებებს.

ყველა ზე მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებაში დასტურდება ისაა, რომ ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის ომის შეფასებასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს და სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნება” ამ ნარატივს წლების განმავლობაში ამუშავებდა და ქართულ საზოგადოებს ახვევდა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ის სპეკულაციები და მანიპულირება, რასაც სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნება” დღემდე და დღესაც ეწევა, მაშინ როდესაც უკრაინის მოვლენებმა ნათლად აჩვენა და მსოფლიო ლიდერები და ინსტიტუციები ნათლად აცხადებენ, რომ 2008 წელს ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია იყო სამართლიანი და ადეკვატური, იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ეწეოდა. მიუხედავად ამისა, ისინი დღემდე აგრძელებენ საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ საქართველომ ომი ვერ აიცილა ასევე, კასეტურ ბომბებს იყენებდა თურმე ქართული მხარე. ისინი იყენებენ ასევე, რეზოლუციას, რომელსაც თავდაყირა აყენებენ და პრაქტიკულად, ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ინტერპრეტაციას აკეთებენ.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ასევე, როგორ ლობირებდა და თანამშრომლობდა ,,ქართული ოცნება” და მათი მინისტრი წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორთან ქალბატონ ბენსუდასთან, რომელიც ქართული სამხედროების წინააღმდეგ საქმისწარმოებას ახორციელებდა. იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურად იყო ჩართული და ჰააგის სასამართლოს თავის მტკიცებულებებს წარუდგენდა და მიუხედავად ამისა, საბედნიეროდ, პროკურორმა არ გაიზიარა ეს ყოველივე და დღეს ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ საქართველოს, ქართველ სამხედროებს და ეს მორიგი გამარჯვება, ასე ვთქვათ, ქართულ საერთაშორისო სამართლის გამარჯვებად გამოვაცხადოთ. გადაწყვეტილებაში დასტურდება, რომ საქართველოს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, დადგინდა, რომ ქართული მხარე თავდაცვისათვის სრული სიზუსტით მოქმედება,” – განაცხადა ბეჟაშვილმა.