პუტინი – თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მოხალისეობრივ საფუძველზე ჩამოვიდნენ და დაეხმარონ დონბასში მცხოვრებ ადამიანებს, მაშინ დავეხმაროთ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასასვლელად

ვლადიმერ პუტინი თანახმაა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უცხოელი მოხალისეები გამოიყენოს. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ წერს.

„თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მოხალისეობრივ საფუძველზე, მით უმეტეს უფულოდ, ჩამოვიდნენ და დაეხმარონ დონბასში მცხოვრებ ადამიანებს, მაშინ უნდა გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯი და დავეხმაროთ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასასვლელად”, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  მოხალისეები უკრაინის დასახმარებლად  საბრძლოვლეად ჩავიდნენ, მათ შორის, საქართველოდანაც.