იტალიამ რუს ოლიგარქს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა, ხომალდი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერიახტად ითვლება

იტალიამ რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს დაახლოებით 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა. ინფორმაცია იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაავრცელა.

CNN-ის ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუპერ იახტა სახელწოდებით “SY A”, ტრიესტის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში იყო გაჩერებული.

ოლეგ მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მელნიჩენკო და კიდევ 36 სხვა ბიზნესმენი ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.