საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 13 522 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 064 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 645 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 243 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 634 686-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 13.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 064 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 584 440-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.