ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესში მოსახლეობა მონაწილეობას 35 ე.წ. ოლქის, 152 ე.წ. საარჩევნო უბანზე შეძლებს, ამგვარად, “არჩევნებში” მონაწილეობას ჯამში დაახლოებით, 130 000 ადამიანი შეძლებს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

ოკუპირებული აფხაზეთი დე ფაქტო პარლამენტში 35 ე.წ. დეპუტატია, მათი არჩევა 5 წელიწადში ერთხელ ხდება.

ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ რეგიონში, თბილისის დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.