მელიტოპოლის მცხოვრებლები ოკუპანტების მიერ გატაცებული ქალაქის მერის გათავისუფლებას მოითხოვენ

მელიტოპოლის მცხოვრებლები ოკუპანტების მიერ გატაცებული ქალაქის მერის ივან ფედოროვის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მოქალაქეები გასაპროტესტებლად ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ოკუპანტები ცდილობენ მოსახლეობას კოორდინაციაში ხელი შეუშალონ.

ცნობისთვის, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა მელიტოვის მერს, ივან ფედოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს.