The Times – კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთი ახალი ფრონტის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვადან შეეცდება, – ინფორმაციას The Times-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება,“ – განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა სცადოს მოლდოვაში შეჭრა 9 მაისის შემდეგ, როდესაც რუსეთი აღნიშნავს „გამარჯვების დღეს“.