„წელს 5 წლამდე ასაკის მილიონამდე ბავშვს შიმშილობა ემუქრება“

გაერო: მსოფლიო ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით,  მსოფლიო უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. სომალიში, ნიგერიაში, იემენსა და სუდანში 20 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

“გლობალური, კოლექტიური და კოორდინირებული ძალისხმევის გარეშე, 20 მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპება. ბევრი დაიღუპება დაავადებებისგან. 1.4 მილიონ ბავშვს სიკვდილი ემუქრება”, – განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა ჰუმანიტარმა (Stephen o’Brien) გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

o’Brien აცხადებს, რომ წელს 5 წლამდე ასაკის მილიონამდე ბავშვს შიმშილობა მოუწევს