მკვდარმა ქალმა კუბოში იმშობიარა – შოკისმომგვრელი ისტორია

სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ქალმა გარდაცვალების შემდეგ იმშობიარა. ინციდენტის შესახებ დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა საინფორმაციო სააგენტო Times Live-თან ისაუბრეს.

33 წლის ნოვმელისო ნომასონტო მდოის სამი შვილი ჰყავდა. მისი გარდაცვალების ცერემონიაზე – ქალის გარდაცვალებიდან ათი დღის შემდეგ – ბიუროს თანამშრომლებმა კუბოში ასევე გარდაცვლილი ახალშობილი აღმოაჩინეს.

“შეშფოთებულები და შეშინებულები ვიყავით. იმის დროც არ გვქონდა, რომ ბავშვის სქესი გაგვერკვია. ამ ბიზნესით უკვე 20 წელზე მეტია ვსაქმიანობ და ამგვარი შემთხვევა არასდროს მქონია,” – ჰყვება ბიუროს თანამშრომელი.

გარდაცვლილის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი გარდაცვალებამდე ორსულობის მეცხრე თვეში იყო. მკვდრადშობილი ბავშვი დედასთან ერთად დაასაფლავეს.

გამოცემა სამედიცინო სპეციალისტებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ქალის “მშობიარობა” შესაძლოა, გარდაცვალების შემდეგ კუნთების საბოლოო შეკუმშვას გამოეწვია.