“სესხების” სფერო ყველა ზღვარს გადადის, “ოცნება” შეცდომებს უშვებს, მოთმინების ფიალა კი ივსება!”

იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს.

ამ განცხადებას ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება და ამბობს:

„სამარცხვინოა რაც ე.წ “სესხების” სფეროში ხდება და ყველა ზღვარს ცდება უკვე ( მორალურ ზნეობრივზე, ხომ საერთოდ აღარ ვსაუბრობ ) ! სადამდე უნდა უყუროს ხელისუფლებამ ამ ბანდიტების თარეშს სახელმწიფოში! ძალიან ბევრ უხეშ შეცდომას უშვებს “ქართული ოცნება”, ხალხის მოთმინების ფიალა კი ივსება! – ეჭვი მაქვს ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ სულ მალე!“