სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:

”სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება – სხვადასხვაპოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოებს შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე.

აქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალურ ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდანგამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება