„…საითკენ მივექანებით და რა მაგალითს ვუტოვებთ მომავალ თაობებს!”

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე საზოგადოებას მიმართავს:

-„ძვირფასო მეგობრებო! დღევანლ ვითარებას რომ ვუყურებ, ქართველების თუნდაც მცირე ჯგუფის ეიფორიულ განწყობას და ზანტურ მოქცევას ვხედავ, რომელსაც თან ერთვის ყველაფრის შეგუების ინსტიქტიც და ბელადომანიისაკენ მიდრეკილება, ვფიქრობ-მართლაც შეიძლება არაფრის ღირსი არ ვყოფილვართ…

როცა სახელმწიფო საზოგადოებასთან ერთად ყველაზე ძვირფას რაც ქართველ ერს გაგვაჩნია- ქართულ, მშობლიურ მიწას, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს და ქართულ ენას ვერ ან არ უთრთხილდება, რისი ღირსი ვართ? ან და რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს?!.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ათობით ახალგაზრდა მარიხუანას დეკრიმინალიზაციისათვის ქუჩაში გამოვიდა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ არასახალბიელო შედეგის მომტანია ახალგაზრდა მწეველებისათვის… ხოლო საყდრისზე ან სხვა ისტორიულ ძეგლებზე, ქართული ენის დაცვაზე, ქართული მიწის გასხვისებაზე ახალგაზრდების ასეთი ერსულოვანი გამოსვლა არ გვინახავს, თავად განვსაჯოთ საითკენ მივექანებით და რა მაგალითს ვუტოვებთ მომავალ თაობებს!“

კომენტარის დატოვება