მე, ჩემი უფლებები უნდა გამოვიყენო ისე, რომ არ შეილახოს სხვისი უფლებები!

ზაზა მჯავია

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”

-“მოგახსენებთ, რომ პარლამენტი იწყებს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე მსჯელობას, კერძოდ აღდგეს თუ არა ცილისწამება, როგორც დასჯადი ქმედება. ამ საკითხმა საზოგადოებაში გამოიწვია აზრთა სხვადასახვაობა და გააჩინა ეჭვი და კითხვა, კერძოდ, ცილისწამების, როგორც დასჯადი ქმედების აღდგენა, ხომ არ შეზღუდავს სიტყვისა და აზრის თავისუფლებას და მეორე, ხელისუფლების მიმართ ჯანსაღი კრიტიკა საზოგადოების ან კონკრეტული პირის მხრიდან, ხომ არ აღიქმება ცილისწამებად?

მოდით, განვხილოთ რა არისცილისწამება და რას გვეუბნება ამ მუხლის დისპოზიცია, ე.ი.”ცილისწამება” დანაშაულის ბრალდებით-ესეიგი კანონმდებელი ამბობს. რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს მაშინ, როცა იგი გაავრცელებს მონაჭორს მესამე პირზე დანაშაულის ჩადენის შესახებ.აღსანიშნავია , რომ ამ სახის მონაჭორით ხდება პატივისა და ღირსების (ეს გახლავთ ს.ს. კ.-ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა ამ მუხლის ცილისწამების ).

ახლა განვიხილოთ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, წყარო: ევროპული კონვენცია. რომი. 4 ნოემბერი,1950წელი, მუხლი10. ეს კონვენცია რატიფიცირებული და აღიარებულია საქართველოს მიერ, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება, ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი,მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია დაიდეები საჯარო ხელისუფლების გარეშე. ასევე, საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 19, ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება. ამ უფლებების გამოყენების გამო ადამიანის დევნა და შევიწროება დაუშვებელია და კრძალავს ისევ კონსტიტუცია და ასევე არის დასჯადი სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

ახლა რაც შეეხება ადამიანის მიერ თავისი უფლებების განხორციელებას, მე ჩემი უფლებები უნდა გამოვიყენო და განვახორციელო ისე, რომ არ შეილახოს და დავარღვიო სხვისი უფლებები, ჩემს მიერ სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე ნათქვამი სიტყვა თუ მოსაზრება , არ უნდა ლახავდეს სხვის სხვის უფლებებს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, სხვის ღირსებას და პატივს , პირად რეპუტაციას არ უნდა ბღალავდეს და რაც მთავარია, მე ამ უფლების გამოყენებით სხვას არ უნდა ვდებდე ბრალს დანაშაულის ჩადენაში, ცილს არ უნდა ვწამებდე.

რაც შეეხება იმას- აღიქმება კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, როგორც ცილისწამება, მინდა საზოგადოებას ვუთხრა და იმათ გასაგონადაც, ვისაც პარლამენტი და პოლიტიკა ბიზნესი ჰგონია, ხელისუფლებას და პოლიტიკოსს აკისრია თმენის ვალდებულება და ყოველგვარი კრიტიკა საზოგადოების მხრიდან თუ კერძო პირის მიერ გამოთქმული, უნდა მიიღოს მშვიდად და მოითმინოს. ასე რომ კრიტიკა იქნება მათი აზრის გამოხატვა, ჩემი რჩევაა, არ შევეხოთ ცუდად ადამიანის ღირსებას, პატივს, პირად” რეპუტაციას, არა აქვს მნიშვნელობა ეს ხელისუფალი იქნება თუ სხვა უბრალო მოქალაქე,   ე ს უფლებები უნდა იყოს დაცული და აღიარებული თითოეული ჩვენგანის მიერ”.

კომენტარის დატოვება