საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 234 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 466 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 975.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.36%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 588 829.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა.