პირდაპირ გეუბნებით, დღეს რაც თქვა ამ ქალბატონმა არაფერი საინტერესო მასში არ იყო, პირადი პრობლემა მოჰყვა, რომ ევროპაში არ უშვებდნენ – ლევან ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ოფიციალური ვიზიტების გაუქმების შესახებ პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას სალომე ზურაბიშვილის პირად პრობლემას უწოდებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა დღეს, 14 მარტს ,,ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ყოველწლიური მოხსენებისას თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მას ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

,,სალომე ზურაბიშვილი ჩიოდა იმას, რომ უცხოეთში არ უშვებდნენ და პრემიერმა რაღაც ვეტო დაადო მის წასვლას და თურმე თავისი კონტაქტებით წავიდა. საკუთარი პირადი პრობლემა მოყვა, რომ თურმე ევროპაში არ უშვებდნენ ამ ქალბატონს.

პირდაპირ გეუბნებით, დღეს რაც თქვა ამ ქალბატონმა არაფერი საინტერესო მასში არ იყო. ერთადერთი, მის პირად პრობლემაზე მოყვა, რომელიც კი, ქვეყნის ეროვნული პრობლემაა იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს და პირდაპირ რუსეთისკენ მიგვაქანებს ეს ხელისუფლება და აღარც მალავენ. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ის, რომ შედარებით ადეკვატურია, ეს ცხადია, ამაზე შეთანხმებულები ვართ, რომ ,,ქართულ ოცნებასთან” შედარებით უფრო მკაფიო პოზიცია აქვს ოღონდ ახლა, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს რომ გამოვიდა ჰააგის სასამართლოზე რატომ არ ისაუბრა? იმიტომ, რომ თავად იყო ჰააგაში ლამის მოწმე, რომ ომი დაიწყო საქართველომ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.