ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს 140 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის.

როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განმარტა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ იგეგმება იახტების დაკავება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა.