,,აიშვა სალომე ზურაბიშვილმა, გაიპარა და ახლა თურმე კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგებინონ” – ლევან ხაბეიშვილი

„თურმე პრეზიდენტი ქვეყნიდან გაეპარათ. ფაქტობრივად, ამბობენ, რომ დაბმული ჰყავდათ პრეზიდენტი, არ უშვებდნენ. აიშვა სალომე ზურაბიშვილმა, გაიპარა და ახლა, თურმე კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგებინონ“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

ხაბეიშვილის განცხადებით, მსგავსი დამოკიდებულე პრეზიდენტის აპარატისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის მიმართ ნორმალური არ არის.

„თურმე პრეზიდენტი ქვეყნიდან გაეპარათ. ფაქტობრივად, ამბობენ, რომ დაბმული ჰყავდათ პრეზიდენტი, არ უშვებდნენ. აიშვა სალომე ზურაბიშვილმა, გაიპარა და ახლა, თურმე კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგებინონ.

ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არც სახელმწიფოებრიობის მიმართ, ზოგადად არანორმალური მდგომარეობაა, როცა ქართულ ოცნებას ასეთი სიგიჟეებისთვის სცალია.

ცხადია, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ეს ხალხი გადაწყვეტილებას არ იღებს და გადაწყვიტეს ახალი თამაშის წამოწყება პრეზიდენტის წინააღმდეგ და მათ ჰგონიათ, რომ იმ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება უკრაინაში ომს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ახლა ამ თემით გადაფარავენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.