„ჰონგ-კონგში დაფიქსირდა ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი” – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ

5 კოვიდ სიმპტომური პაციენტიდან 1 კვდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექეპერტი აცხადებს, ასაკობრივ ჯგუფში ტრადიციული მედიცინის უფრო სჯერათ, ვიდრე ვაქცინების, რაც დამაზიანებელია.

„ჰონგ-კონგში დაფიქსირდა ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 5 კოვიდ სიმპტომური პაციენტიდან 1 კვდება.

რა არის მიზეზი ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლისა:

დაბალი ვაქცინაციის დონე 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში (ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩინური/ტრადიციული მედიცინის უფრო სჯერათ/ენდობიან);

„სინოვაკის” ვაქცინის გამოყენება (აჩვენა თავისი არაეფექტურობა ომიკრონის წინააღმდეგ)

საქართველოს არ გაგონებთ?!  საფრთხე არის და საკმაოდ დიდი. ინფორმაცია არის იარაღი. შეიარაღდით.

ბუსტერი (ფაიზერი/მოდერნა), სამედიცინო პირბადე და დისტანცია”, – წერს გიორგი ფხაკძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 16 პაციენტი.