მარინა ოვსიანიკოვა – არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი

რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი, – ამის შესახებ მარინა ოვსიანიკოვამ  Twitter-  ზე დაწერა.

მისი თქმით,  ადვოკატისგან მიიღო განმარტება, რომ მას შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.

„არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი.

არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,“- დაწერა ოვსიანიკოვამ.

შეგახსენებთ,  რომ გუშინ მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის „პირველი არხის” პირდაპირ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევარდა.