„პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია და შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს” – რუსეთმა სანქციები, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის გარდაცვლილ მამას დაუწესა

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩვენგან არავინ აპირებდა რუსეთში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას და არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, – ამის შესახებ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია და შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს“, – განაცხადა ფსაკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება.