,,პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა ,,ნატოს” მალე არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება” – ბორის ჯონსონი

ყველა ყოველთვის ამბობდა და ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, არავითარ შემთხვევაში ნატოს არ შეუერთდება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია უარი თქვას ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მცდელობაზე.

Sky News-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ესმის.

„გუშინ კვლავ ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის და რა თქმა უნდა მესმის, რას ამბობს ის ნატოზე და ამ დროისთვის არსებულ პოზიციაზე”, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, უკრაინა ამჟამად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზელენსკიმ წუხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პოზიციები ახლა ,,უფრო რეალისტურად გამოიყურება”.