დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაირღვა, დაშავებულია 2 უკრაინელი სამხედრო – უკრაინის გაერთიანებული ძალები

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში 60 თავდასხმა დაფიქსირდა – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი იუწყება.

ამასთან, მათი ცნობით, ოკუპანტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს დასახლებულ პუნქტ ვრუბოვკაში, რის შედეგადაც დაზიანდა ადგილობრივი სკოლის შენობა, გაზსადენი და კერძო სახლი.