პუტინი გიჟი მანიაკია, რომელსაც ეგონა, რომ კიევის თავზე რუსეთის დროშას თავდასხმიდან 36 საათში აღმართავდა, თუმცა უკვე 3 კვირაა გასული – პეტრო პოროშენკო

პუტინს ეგონა, რომ კიევის თავზე რუსეთის დროშას თავდასხმიდან 36 საათში აღმართავდა, ახლა კი თითქმის 3 კვირაა გასული, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„დღეს ომის მე-20 დღეა. ომის 20 დღის განმავლობაში უკრაინამ არ მისცა საშუალება რუსეთის ჯარებს კიევში უფრო სიღმეში შესულიყვნენ. ჩვენ ვიცავთ ფრონტის ხაზს ხარკოვის, ჩერნიგოვის გარშემო, აღმოსავლეთში, დონბასში. ყოველდღიურად უკრაინა იხდის საფასურს უკრაინელი ჯარისკაცების სისხლით, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლითა და პუტინის საშინელი თავდასხმით გამოწვეული ტონობით სისხლით“, – განაცხადა მან.

პოროშენკოს თქმით, პუტინი უკრაინელების მხრიდან ერთიანობასა და წინააღმდეგობას არ ელოდა, ახლა კი მისი მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.

„პუტინმა შეცვალა ტაქტიკა. დღეს მისი ცეცხლის მთავარი მიმართულება არის მშვიდობიანი მოსახლეობა. კიევში 12 საკრუიზო რაკეტიდან თითოეული მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეებისაკენ. პატარა ბავშვებსა და ქალებზე თავდასხმა მთელი უკრაინის მასშტაბით სრულიად მიუღებელია. უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ჩემი პრეზიდენტობის დროს, 2014 წლიდან შეიქმნა მსოფლიოს აოცებს. ერთიანობა, რომელიც აჩვენა უკრაინელმა ხალხმა, მსოფლიოს აოცებს. პუტინი ამას არ ელოდა. ის ფიქრობდა, რომ კიევის თავზე რუსეთის დროშას თავდასხმიდან 36 საათში აღმართავდა. ახლა კი თითქმის 3 კვირაა გასული ომის დაწყებიდან და არა 3 დღე,“ – განაცხადა მან.