,,უკრაინაში უსაფრთხო ადგილები აღარ დარჩა” – უკრაინის შს მინისტრი

უკრაინაში აღარ დარჩა ადგილები, სადაც პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მონასტირსკის თქმით, მტრის დივერსანტებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აკავებენ.

„უკრაინაში, სამწუხაროდ, აღარ დარჩა ადგილები, სადაც რეალური სამხედრო საფრთხე არ არსებობს. არსად დარჩა ოლქები, სადაც არ ხდება დაბომბვა, ან სადაც დივერსიული ჯგუფები არ იყვნენ შემოსულები. სამწუხაროდ, ეს მოვლენა უკვე უჩვეულო აღარ არის. კიევში მე ყოველდღე ვიღებ ინფორმაციას მტრის დივერსიული ჯგუფების, ცეცხლის მაკორექტირებლების დაკავების შესახებ. ეს პირები ლვოვის, ივანო-ფრანკოვის, რივნეს ოლქებში იმყოფებიან. ეს პრობლემა დღეს ყველგან არის“ – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.