,,თუ ეს ომი გაგრძელდება, რუსი დედები უკრაინაში იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში ერთად” – ზელენსკი

თუ ეს ომი კიდევ გაგრძელდება, რუსი დედები იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე მათ ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომებში ერთად დაკარგეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დაყრის, გადარჩენის შანსს მიიღებს.

„მივმართავ რუს წვევამდელებს, ასევე სხვა რუს ჯარისკაცებსაც: დაყარეთ იარაღი, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე ბრძოლის ველზე დაღუპვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.