“ქართული ტრადიციული აღქმები და ჩვეულებები მისაბაძი ქცევის მოდელი, როგორც რისკ ფაქტორი!”

ბ ლ ო გ ი

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

საქართველოში, ოჯახში არსებული ქცევის მოდელებისა და ფუნქციების გადანაწილება თითქოს ქმნის სტანდარტს ,ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების წარმოშობისა და განვითარებისა და კრავს ჩარჩოს, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ოჯახი. ეს საინტერესო ფენომენი შემდგომში დიდ გავლენას ხდენს ჩვენს ცნობიერებაზე და ხშირ შემთხვევაში აისახება ჩვენსავე ქმედებებში და როგორ- ოჯახის შექმნა, ქართული საზოგადოების აზრით, ადამიანის ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია, ამის გარეშე ადამიანის ცხოვრება არ მოიაზრება სრულფასოვნად. ოჯახი არსებული ურთიერთობებისა და ძალაუფლებრივი მიმართებების საფუძველზე გავლენას ახდენს მასში მცხოვრები წევრების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოო ჯამში ისევ ამ ადამიანების ქცევაში პოულობს გამოხატულებას და ერთ რკალში აქცევს საზოგადოებას. რეალობიდნ იკვეთება, რომ ქალის დაქვემდებარებული როლი ოჯახში და ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა უარყოფითად აისახება ქალის თვითშეფასებაზე, რაც განაპირობებს მის დაქვემდებარებულ ქცევას ოჯახის გარეთაც, თუ (მას საერთოდ ამის საშუალება მიეცა) დაბალი თვითშეფასების ქალი ცხადია ნაკლები ამბიციით ეკიდება საკუთარ ცხოვრებას,შესაძლებლობებს,იგივე საკუთარი სამსახურის პოვნის პროცესს ან არსებულ სამსახურს (თანხმდება დაბალ ხელფასს და უარეს პირობებს).

ქართული ტრადიციული აღქმები და ჩვეულებები მისაბაძი ქცევის მოდელი, როგორც რისკ ფაქტორი! მისაბაძი ქცევის მოდელით ქალი ხასიათდება როგორც „ოჯახისთვის თავდადებული“, „ოჯახის ერთგული“, ‘ოჯახზე გადაყოლილი სუბიექტი.

ქართველი ქალის ოჯახისადმი ერთგულება იზომება მისი კარგი დიასახლისობით, მეუღლეობით,დედობითა და სტუმართმოყვარეობით,ქართველი ქალის ხატი ასეთია – მორჩილი ცოლი, დიასახლისი და დედა. ამ რეალობის გათვალისწინებით ქალისათვის სამსახური და კარიერა ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლება და პირიქით, მოიაზრება, რომ ქალის სრული რეალიზაცია შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ მის მიერ ოჯახის შექმნის და მეუღლისა და დედის როლის შეთავსების შედეგად, მაშინ, როდესაც კაცის შემთხვევაში კარიერა და ოჯახი ან ერთნაირად მნიშვნელოვანია ან კარიერას უფრო დიდი წონა აქვს. შესაბამისად, სოციალურ დონეზე ქალს მოეთხოვება, რომ კაცის მორჩილი იყოს, მისი სურვილის შესაბამისად მოიქცეს და საკუთარი გადაწიოს. შვილები:ოჯახში შვილების რაოდენობასთან დაკავშირებული მოსაზრებები თითქოს გენდერული თანასწორობისკენ მიუთითებს, მაგრამ რეალურად იკვეთება გენდერული უთანასწორობის არაერთი მაგალითი ოჯახში ბავშვის სქესის მიმართ არსებულ პრეფერენციების სახით მაგ: ,ქართულ საზოგადოებაში ვაჟის მიმართ პრეფერენცია,სელექციური აბორტების მაღალი მაჩვენებელი. ვაჟი სასურველი – გვარის გმგრძელებელია. ვაჟი მშობლების მომვლელი მოხუცებულობის დროს. რძალი – ქალი, ქმრის მშობლების პირდაპირი მომვლელი.

რა უდევს საფუძვლად არსებულ პატრიარქალურ წარმოდგენებს და სადამდე მიგვიყვანს ეს?

1.ოჯახში არსებული როლების გადანაწილება არსებული ტრადიციების გათვალისწინებით!

2.ოჯახი და მასზე ზრუნვა ქალის პირდაპირი დანიშნულებაა! ტკბობასაც კი იწვევს ქალში! აქედან გამომდინარე -ქალი არჩევანის ზღვარზე ოჯახი თუ კარიერა! მაშინ როცა მამაკაცები ამ არჩევანის წინაშე თითქმის არასოდეს დგებიან!

3.ქალს სურს დასაქმდეს? ვინ უშლის! უბრალოდ იპოვოს სამსახური რომელიც ხელს არ შეუშლის მას იზრუნოს საკუთარ ოჯახზეც! (მეუღლისა და შვილების სრულფასოვან მოვლას გულისხმობენ)

4.უმძიმესი შემთხვევა როცა მამაკაცს საერთოდ არ სურს რომ მისი მეუღლე მუშაობდეს! რატომ?- მეუღლეს არ სურს და იმიტომ!

ქალის როლი,საზოგადოებრივ ფუნქციას წარმოადგენს ახალი თაობის აღზრდა,ხოლო კაცის ფუნქციას საზოგადოების ეკონომიკური განვითარება. დიდი ხნის განმავლობაში მიკრო დონეზე ქალი დედისა და დიასახლისის როლის შეთავსებით ასრულებდა და ასრულებს საზოგადოებრივ ფუნქციას,ხოლო მამაკაცი მარჩენალის სტატუსის მოპოვებითა და ტარებით საკუთარ თავზე იღებდა და დღესაც ცდილობს ატაროს გამწევი ძალის ტიტული.

მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტრადიციული წყობა დამღუპველია, რადგან თანამედროვე რეალობა სხვა გამოწვევებს გვთავაზობს. თუ ჩვენ არ გავცრით ჩვენში დაგროვილ “ლექს” უკეთესობისაკენ, არაფერი შეიცვლება, რადგან ნებისმიერ ინიციატივას, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე სჭირდება საზოგადოება – მიმღები და სწორად შემფასებელი,თუნდაც სწორი,არგუმენტირებული კრიტიკის მატარებელი ძალის სახით!

რა ვქნათ, რომ დღეს ქალებს აქვთ ამბიცია ოჯახის გარეთაც დასაქმდნენ და არსებული პოტენციალი მოახმარონ საკუთარი შვილებისა და ქვეყნის კეთილდღეობას! შევხედოთ, გავუღიმოთ და ვუთხრათ არა?!

 

 

კომენტარის დატოვება