1 იანვრიდან ჟურნალისტებს ეზღუდებათ პოლონეთის პარლამენტში მუშაობა

პოლონეთში მრავალათასიანი აქცია გრძელდება. აქციის მონაწილენი იმ კანონებს აპროტესტებენ, რომელიც სეიმმა ოპოზიციის გარეშე მიიღო. ერთ-ერთი ასეთი კანონის მიხედვით 1 იანვრიდან ჟურნალისტებს ეზღუდებათ პოლონეთის პარლამენტში მუშაობა.

აქციაზე არიან „დემოკრატიის სადარაჯოს კომიტეტის“, „სახალხო პლატფორმის“ და „ნოვოჩესნას“ მომხრეები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია“, „დავიცვათ დემოკრატია“.

აქციის მონაწილეები მღერიან ჰიმნს და კიდევ ერთი საპროტესტო ღამის გატარებას აპირებენ ქუჩაში.

კომენტარის დატოვება