უკრაინასთან ომს რუსების 71% მხარს უჭერს

უკრაინასთან ომს რუსების 71% მხარს უჭერს – ამის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” დამოუკიდებელი რუსი სოციოლოგების გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად ,  ომის მომხრე რუსები უკრაინაში წარმოებული ომის გამო განიცდიან ისეთ ემოციებს, როგორიცაა სიამაყე, სიხარული, პატივისცემა, ნდობა და იმედი.

35 წელზე უფროსი რუსები უფრო ხშირად გამოხატავდნენ სიამაყის, პატივისცემის და იმედის გრძნობას, ხოლო 18 წლამდე ასაკის რუსები უფრო მიდრეკილნი იყვნენ უკმაყოფილებისა და იმედგაცრუებისკენ.

ასევე, ახალგაზრდა რუსები უფრო მეტად იყვნენ შეშფოთებულები ომით.  ამავდროულად, ხუთი რუსიდან მხოლოდ ორმა გამოთქვა შეშფოთება ომის გამო.

18-დან 24 წლამდე ასაკის რუსები უფრო მეტად გამოხატავდნენ გულგრილობას იმის მიმართ, რაც ხდება უკრაინაში. 55 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ნახევარზე მეტი კი მხარს უჭერს უკრაინასთან ომს.