უკრაინის რეზერვებში ცხრანახევარი მილიარდი კუბური მეტრის გაზის მარაგი ინახება – უკრაინის Naftogaz – ის თავმჯდომარე

უკრაინის რეზერვებში ცხრანახევარი მილიარდი კუბური მეტრის გაზის მარაგი ინახება, – ამის შესახებ კომპანია Naftogaz – ის თავმჯდომარემ იური ვიტრენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული რაოდენობის მარაგი საკმარისია მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით წარმოება ოდნავ შემცირდა, მაგრამ ახლა თითქმის ერთნახევარი პროცენტით მეტია, ვიდრე გასულ წელს.

დღესდღეობით, ომის მიუხედავად, უკრაინული გაზის კომპანიები აგრძელებენ ნავთობის მოპოვებას უსაფრთხო ადგილებში. იქნება ახალი ჭაბურღილები,რაც განავითარებს და გაზრდის გაზის წარმოებას“, – განაცხადა ვიტრენკომ.