,,რუსეთი სომხეთიდან ჯარების გადაყვანას გეგმავს” – უკრაინის შეიარაღებული ძალები

,,რუსეთი სომხეთიდან ჯარების გადაყვანას გეგმავს” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ინფორმაციით, რუსეთი სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან ჯარს განათავსებს, რათა გააძლიეროს შეტევა უკრაინის წინააღმდეგ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ჯარები დემორალიზებულები და არაეფექტურები არიან ბრძოლაში.