სადარბაზოებში წყალი შევარდა (ვიდეო)

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ზოგიერთ უბნებში და მათ შორის აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების სადარბაზოებში წყალი შევარდა. ადგილობრივების თქმით ძლიერ წვიმას საკმაოდ ძლიერი ქარიც ახლდა, კოლექტორები ვეღარ ატარებდა წყალს და დაიტბორა ქუჩებიც, ეზოებიც და წყარი სადარბაზოებში შევარდა.

წვიმამ გადაიღო, სადარბაზოები კი ისევ წყლითაა სავსე.  მოსახლეობა იმედოვნებს,  რომ შესაბამისი სამსახურები  წყალს ამოტუმბავენ.

კომენტარის დატოვება