“არ გაგაყიდინებთ ქართულ მიწას!”-20 დეკემბერს აქცია დაანონსდა

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა სტურუა ქართული მიწის გასხვისების საკითხს ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სტურუა აქვე სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლების თანხმობით აანონსებს აქციას, რომელიც 20 დეკემბერს,  12 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

როგორც “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, არ მაქვს უფლება და თავს ვალდებულად მივიჩნევ გამოვეხმაურო, საზოგადოების  წარმომადგენელთა – ნიკოლოზ მჟავანაძის(უფლებადამცველთა გაერთიანება), გიორგი კორკოტაშვილის(ქართული მისია) და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა შეშფოთებას – სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არ მქონე პირებზე გასხვისების თაობაზე.

მესმის,რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი და ყურადღება მისაქცევი,(ლარის კურსი,უმუშევრობა,სამართლიანობის აღდგენა და ა.შ),მაგრამ ვთვლი,რომ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანეს და ცენტრალურ საკითხს – სწორედ ეს პრობლემა წარმოადგენს და ვგონებ ამას დიდი ახსნა განმარტება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის არ სჭირდება,რამეთუ თუკი ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა, მაშინ უბრალოდ,როგორც სახელმწიფო აღარ ვიარსებებთ,რადგანაც სახელმწიფოებრიობის ერთერთ უმნივნელოვანეს კომპონენტს სწორედ,რომ მიწა წარმოადგენს და ამა თუ იმ ერის გეოგრაფიულ არეალს განსაზღვრას… სწორედ მიწის გულისთვის იღვრებოდა ჩვენი წინაპრების სისხლი და დღესაც იღვრება დედამიწის ყველა კუთხე – კუნჭულში…  ის უსუსური არგუმენტი, რომ  “ვინმე მიწას ხომ არ აიკიდებს და თან ხომ არ წაიღებს?” – ელემენტარული პრიმიტივიზმის მაჩვენებელია ოპონენტთა ლოგიკურ აზროვნებაში… მაგ ლოგიკით მაშინ რას ვერჩით “ოკუპანტ რუსეთს”, ვერც ის აიკიდებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს და ვერ წაიღებს სადმე სხვაგან, მაგრამ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ქართველი კაცი ვერ შეძლებს იმ სიკეთით სარგებლობას, რასაც ქართული მადლიანი მიწა ჰქვია და ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთქვევაში ძალით წამართმევენ თუ გამიყიდიან!

ამ დღეებში მედიაში იუსიციის მინისტრის ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გაკეთდა, პრველში ნათქვამია,რომ უცხოელებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ მიწაზე საკუთრების მოპოვებაში, ხოლო მეორეთი კი გვამცნობენ,რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა ასე იული აღარ იქნება და მხოლოდ მსხვილი საინვესტიციციო პროექტების შემთხვევაში იქნება შესაძლებელიო… ჯერ არ ვიცი,რომელია ზუსტი და მართალი, თუმცა მცირე პრეისტორიას მოგახსენებთ… “ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი დააწესა ამ საკითხზე,თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” – ს ხელმძღვანელის – გიგაურის მეცადინეობით საკონსტიტუციო სასამართლომ ეს რეჟიმი ანტიკონსტიტუციურად სცნო, წინა პარლამენტში “ნაცმოძრაობის” შემოტევას ვერ გაუძლო “ოცნებამაც” და პოზიციები მალევე დათმო… ეჭვი არაა,რომ “ნაცმო”-ს ამ იერიშს ზურგს მათი უცხოელი პარტნიორებიც უმაგრებდნებ,რამაც დააკომპექსა ჩვენი მთავრობა და ქართული საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესის წინააღმდეგ გადაადგმევინა ნაბიჯი… მაშ სად არის გამოსავალი? …ჩვენი არგუმენტები, პირველ რიგში გახლავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების(კონსტიტუციები) და მათ შორის ევროპული საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ: მაგალითად სომხეთის კონსტიტუციაში პირდაპირ წერია,რომ უცხოეთის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არ მქონე პირზე მიწის გასხვისება აკრძალულია… ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში – ავსტრიაში, უნგრეთში, ბელგიაში, სკანდინავიის საქელმწიფოებში,ბალტიისპირა ქვეყნებში,ჩეხეთში, პოლონეთში,ისლანდიაში, პორტუგალიაში ბრიტანეთის ავსტრალიასა თუ კანადაში და კიდევ მრავალგან – შესაძლოა ასეტი რადიკალური ჩანაწერი კონსტიტუციაში არ არის თუმცა,მიწაზე საკუთრების მოპოვების უფლება უცხოელთათვის იმდენად გართულებულლია,რომ შეიძლება ითქვას,რომ პრაქტიკულად შეუძლებელიც გახლავთ… ასე,რომ საერთაშორისო გამოცდილება არსებობს და “თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო”…

… ამასთან,როგორც უკვე ცნობილია – ახლო მომავალში შეიქმნება “სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია”, რომლის პირდაპირ მოვალეობასაც წარმოადგენს კონსტიტუციის დებულებათა გადასინჯვა და ვიმედოვნებთ და გვაქვს გარკვეული სიგნალები,რომ მასში წარმოდგენილი ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან ამ თემის წამოწევა და ქართული ინტერესის შესაბამისად გადაწყვეტა მოჰყვება,მანამდე კი ვთვლით,რომ ამ კანონის ამოქმედება უნდა შეჩერდეს… გარდა ამისა ზემოთხსენებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აპირებენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს მიმართონ ამ საკითხის განხილვის მოთხოვნით,რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია!

მაქვს რა უფლება მიღებული ჩემი მეგობრებისაგან, შემიძლია დავაანონსო, რომ 20 დეკემბერს, სამშაბათს, 12 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება ერთგვარი აქცია -ბრიფინგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – ლოზუნგით “არ გაგაყიდინებთ ქართულ მიწას!”, რომელსაც აუცილებლად შეუერთდება – “პროგრესულ-დემოკრატუილი მოძრაობა” და ჩვენის მხრივ მოუწოდებთ, ყველა ჯანსაღ,ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალას, სამეცნიერო თუ სახელოვნებო წრეების, სპორტული თუ პროფესიული საზოგადოებების წარმომადგენლებს, საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებს ვისთვისაც ეს თემა მშობლიური და მტკივნეულია – შემოუერთდდნენ ამ აქციას! ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა,თორემ მერე გვიან იქნება!

კომენტარის დატოვება