ხატია დეკანოიძე – არ ვაპირებთ გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე სახით აღასრულონ კანონი, მისი აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ

არ ვაპირებთ გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე სახით აღასრულონ კანონი, მისი აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„გავრილოვს ხელისუფლებისთვის მადლობა ტყუილად არ მოუხდია, ეს არის რუსეთის დავალება დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები იმიტომ, რომ არცერთმა მოქალაქემ აღარ გაბედოს პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ. მხოლოდ ორი ძალა არსებობს ქვეყანაში ვინც 20 ივნისს უწოდებს გადატრიალების მცდელობას, პირველი ეს არის რუსეთი, კრემლი და გავრილოვი, მეორე – „ქართული ოცნება”. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება” ვერ აღასრულებს მახინჯ კანონს ნიკა მელიას წინააღმდეგ, რომელიც არის გავრილოვის დავალება. ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე სახით აღასრულონ კანონი, მისი აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.