უკრაინის პირველი ლედი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს: იყავით იმ ადამიანების ხმა, ვინც დღეს ომისგან იტანჯება! გთხოვთ, გადმოსცეთ თქვენი ხმა, რომელიც გმობს ომს

„მოგმართავთ, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მშვიდობისა და ძმობის ქადაგებისსკენ მოუწოდებს: იყავით იმ ადამიანების ხმა, ვინც დღეს ომისგან იტანჯება!”,- ასე მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს.  ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზლენსკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მან საბჭოს მიმართა თხოვნით, გახდეს შუამავალი ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში და დაეხმაროს უკრაინელებს დევნილობაში.

„აცნობეთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებს ჩვენს მიწაზე სამართლიანობისა და მშვიდობის აღიარების მნიშვნელობაზე, რომელიც ღმერთის რწმენას ეფუძნება. გთხოვთ თქვენ და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებს, გადმოსცეთ თქვენი ხმა, რომელიც გმობს ომს და მოუწოდებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.

ომის დაწყებიდან ოლენა ზელენსკა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე მუშაობს. კერძოდ, იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისების მოსაგვარებლად. ახლა ის ორიენტირებულია ბავშვებისა და დედებისთვის საჭირო დახმარების გაწევაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე. სწორედ ამიტომ ოლენა ზელენსკამ მიმართა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, რათა დაეხმაროს უკრაინას.