ბორის ჯონსონი – პუტინი ტოტალურ პანიკაშია – მას რუსეთში „ფერადი რევოლუციის“ ეშინია – დღეს არის საკვანძო მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, არჩევანის დროა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა სრულ პანიკაშია. ამის შესახებ ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა .

ბორის ჯონსონის თქმით, პუტინს ეშინია, რომ მოსკოვში შესაძლოა, რევოლუცია მოხდეს.

„ვლადიმერ პუტინი ტოტალურ პანიკაშია – მას რუსეთში „ფერადი რევოლუციის“ ეშინია, სწორედ ამიტომ ებრძვის ის ასე სასტიკად თავისუფლებას უკრაინაში.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პუტინმა თავის მიზანს ვერ მიაღწიოს, ვინაიდან წარმატების მიღწევის შემთხვევაში ის უკრაინაში არ გაჩერდება. უკრაინაში თავისუფლების მარცხი აისახება საქართველოსა და მოლდოვაზე.

ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში – ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე. თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ეს იქნება მწვანე შუქი ყველა ავტოკრატისთვის ახლო აღმოსავლეთში და შორეულ აღმოსავლეთში. ეს არის საკვანძო მომენტი მთელი მსოფლიოსთვის. არჩევანის დროა, ესაა არჩევანი თავისუფლებასა და ჩაგვრას შორის“, – განაცხადა ჯონსონმა.