მოლაპარაკებების დასაწყებად ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის წაყენებული პირობები არასერიოზულია – სერგეი ლავროვი

ვოლოდიმირ ზელენსკის პირობა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია, რუსეთმა თავისი ჯარი იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც 24 თებერვლამდე ეკავა, მიუღებელია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების პროცესის განახლება.

„ეს აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომაა, უფრო მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ინიციატივებს, რომლებიც თავად უკრაინის დელეგაციამ წამოაყენა 29 მარტს აქ, სტამბოლში. პირველ რიგში აუცილებელია მოლაპარაკების გუნდებმა განაახლონ მუშაობა. ბურთი უკრაინელების მხარეზე იყო თითქმის 2 თვე, აპრილის შუა რიცხვებიდან კი მათ საკუთარი მიდგომები შეცვალეს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.