ვაკის პარკში გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია იმართება

მარიამ ახალკაცი 

ვაკის პარკში გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია იმართება.

აქცია გიორგი რურუას მხარდასაჭერად. ვაკის პარკში სოლიდარობის აქციას აფხაზეთის ომის ვეტერანები და ის სამხედროები მართავენ, ვინც აფხაზეთის ომში რურუასთან ერთად იბრძოდნენ.

აქციის მონაწილეები, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის პატიმრობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიმართავს.

ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებიც გიორგი რურუას სოლიდარობას უცხადებენ.