წერილის შინაარსი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას — ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე

მარიამ ახალკაცი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კიდევ ერთი კრიტიკული წერილი, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენებმა 24 იანვარს გამოქავეყნეს აცდენილია ფაქტობრივ რეალობას.

“წერილის შინაარსი და უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, აცდენილია ფაქტობრივ რეალობას, თუმცა, რა თქმა უნდა, უშუალო კომუნიკაციით შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და მე მჯერა, რომ მისი შინაარსი იგივე კონგრესმენების მიერ იქნება შეცვლილი. რაც შეეხება პირად ინტერესებს, მემგონი ეს არ წაადგება პარტნიორულ ურთიერთობას და ეს არ იქნება საუკეთესო შენატანი ჩვენსა და ჩვენს უმთავრეს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კონგრესენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა ამერიკის შეერთებული შტატების”, — თქვა დიმიტრი ხუნდაძემ მთავარ არხთან საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძემ წინა კრიტიკული წერილიც, რომელიც კონგრესმენ ადამ კინზიგერს ეკუთვნოდა “პირად ინტერესთან” და ნაციონალურ მოძრაობასთან დააკავშირა. მან აღნიშნა, რომ კინზინგერი კიზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი.

გუშინ, 24 ინვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონრგესმენა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებს