ხომ არ იცით ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და ამისთვის უნდა გასამართლეს? შემთხვევით ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა ტელევიზორში რომ გამოდის და თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს?! – მიხეილ სააკაშვილი

ხომ არ იცით ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და ამისთვის უნდა გასამართლეს? შემთხვევით ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა ტელევიზორში რომ გამოდის და თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს?! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მესამე პრეზიდენტის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა“, რასაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2008 წლის გარშემო შექმნილი ყალბი ნარატივები უწოდა.

,,ჩემი მეგობარი ენტონი ბლინკენი მცირე ხნის წინ გამოვიდა და თქვა, რომ 2008 წელს შექმნეს ყალბი ნარატივები, ხომ არ იცით ვინ შექმნა ეს ყალბი ნარატივები 2008 წელზე? რა საკვირველია, რუსეთმა. ხომ არ იცით ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და ამისთვის უნდა გასამართლეს? შემთხვევით ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა ტელევიზორში რომ გამოდის და თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს?! მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაბომბა მძინარე ცხინვალი, რასაც ბლინკენმა უწოდა ყალბი ნარატივები, რომელიც იქმნებოდა 2008 წლის გარშემო. უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდა და არა იმის თქმა, რომ მაშინაც სწორი ვიყავი და ახლაც სწორი ვარ. როდესაც ამას ამბობ, შემდეგ ამის გამართლება ძალიან რთულია. ჰააგის სასამართლომ, რომლის ხსენებაც მათ არ უნდათ და იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილს გაამტყუნებდა, თქვა, რომ საქართველომ დაიცვა ომის კანონის ყველა წესი და დანაშაული არ ჩაუდენია. ერთადერთი სასამართლო, რომელსაც ჩვენ ვაგებთ არის ეს სასამართლო, ჰააგას აგებთ, სტრასბურგს აგებთ და ყველაფერს აგებთ, უკრაინა იგებს და თქვენი დრო იწურება, არ ვაპირებ, რომ რაღაცები დავივიწყო, არავის გემუქრებით, მაგრამ ამაზე უნდა იფიქროთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.