ერთმორწმუნე ოკუპანტები, ეძიებენ სრულ დამცირებას თავმოყვარე უკრაინელი ხალხის, რომელიც გმირულად იბრძვის – მსოფლიო პატრიარქი

,,შეაჩერეთ ომი ახლავე. ეს სიგიჟე უკვე საკმარისია! რამდენ სისხლს გაუძლებს დედამიწა?! კიდევ რამდენ მკვდარს დაიტევს მის წიაღში, კიდევ რამდენი ცრემლი მორწყავს მის მიწას?!”- ამ სიტყვებით დაასრულა მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს პირველმა საკუთარი ქადაგება.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის და სწორედ ამის გამო მსოფლიოს მოუწოდებს რომ შეაჩეროს ომი ერთმორწმუნე ორ ერს შორის.

,,ერთმორწმუნე ოკუპანტები, უკრაინისა, რომელიც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, როგორც ჩანს, ეძიებენ სრულ დამცირებას თავმოყვარე, მორწმუნე და მოძმე უკრაინელი ხალხის, რომელიც გმირულად იბრძვის თავისუფლებისთვის. ჩვენო საყვარელო ქრისტიანებო, ომი არასდროს ყოფილა უთანხმოების მოგვარების საშუალება. იარაღი იწვევს სიკვდილს და განურჩევლად კლავს ყველას. ამას მოწმობს ის ტრაგიკული კადრები, რომლებიც ბოლო 25 დღეა მთელ მსოფლიოში ტრიალებს. ამავე დროს ვინც ომის გზა აირჩია, საკუთარი ახალგაზრდობაც გაწირვისკენ მიჰყავს. ომის შედეგებს ორივე მხარეს უბრალო ადამიანები განიცდიან. უკრაინელი და რუსი დედები ომში წასულ შვილებს ემშვიდობებიან და ბევრი მათგანი უკვე გლოვობს მათ დაკარგვას. შეაჩერეთ ეს საშინელება, შეაჩერეთ ომი ახლავე. ეს სიგიჟე უკვე საკმარისია! რამდენ სისხლს გაუძლებს დედამიწა?! კიდევ რამდენ მკვდარს დაიტევს მის წიაღში, კიდევ რამდენი ცრემლი მორწყავს მის მიწას?!”-ამბობს მსოფლიო პატრიარქი.