ტაივანი პირველი აზიური ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანები დაქორწინდებიან

ტაივანი გახდა პირველი ქვეყანა აზიაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება. ქვეყნის  საკონსტიტუციო სასამართლომ ჰომოსექსუალების და ლესბოსელების დაქორწინების  დაოჯახების აკრძალვას უკანონო უწოდა და ქვეყნის ხელისუფლებას მათი ქორწინების დაკანონება  დაავალა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინება არღვევს თანასწორობის პრინციპს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველა ერთსქესიანს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვთ ხელი მოაწერონ მმაჩის ბიუროებში და თავი დაქორწინებულად გამოაცხადონ.