პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა.

​”მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში”