შარლ მიშელი – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ვლადიმერ პუტინის დამარცხება, ეს უნდა იყოს საერთო მიზანი

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამარცხება – ეს უნდა იყოს საერთო მიზანი ,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

შარლ მიშელის განმარტებით, ეს უსაფრთხოების საკითხია როგორც ევროპის მომავლისთვის, ასევე მსოფლიოს მომავლისთვის..

„ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან დარწმუნებულები არ ვართ, რომ რუსეთი გულწრფელია, ჩვენ გულუბრყვილოები არ ვართ – ჩვენ ვფიქრობთ ისინი ცდილობენ უკრაინის სამხედრო ძალა დაასუსტონ, რათა მოლაპარაკებებზე მათი პოზიციები გაძლიერდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა მივცეთ პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში“,- განაცხადა შარლ მიშელმა.