იენს სტოლტენბერგი – უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ხვალ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა ჩვენი დღის წესრიგის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი უკრაინისთვის სრული მხარდაჭერა და დახმარებაა

უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ხვალ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა ჩვენი დღის წესრიგის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი უკრაინისთვის სრული მხარდაჭერა და დახმარებაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.

„2014 წლიდან დღემდე ნატო-მ გაწვრთნა უკრაინის შეირაღებული ძალები და გააძლიერა მათი საბრძოლო უნარები. ბოლო ერთ თვეში უკრაინას გადავეცით ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემების დრონები, აღმოვუჩინეთ ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დამატებით დახმარებაზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება და აღჭურვილობა ქიმიური, ასევე ბიოლოგიური შეტევისგან თავის დასაცავად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა აქვს პასუხისმგებლობა, რომ აირიდოს ესკალაცია და კონფლიქტი არ გადაიზარდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტში, რაც უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევს.